მონატრება


ლამპიონების ყვითელი შუქი გზას მინათებს, ზურგის ქარი ჩაიქროლებს და ყურში შენს სახელს ჩამჩურჩულებს თითქოს უნდა, რომ უფრო დიდი ხანი ვიყო დამწუხრებული, მაგრამ მე მაინც ვაგრძელებ გზას და არაფრისკენ მივაბიჯებ, წინ ხიდი მხვდება, რამდენჯერაც არ უნდა მოვიდე აქ, იმდენჯერ გხედავ ხიდის მოაჯირზე მიყრდნობილს თითქოს მე მელოდები, მაგრამ როცა მოახლოვებას დავაპირებ ორთქლდები და იმ ქარს მიყავხარ, რომელსაც ჩემი დამწუხრება სურს..
დღემდე ვერ ვხვდები რატომ მიმატოვა და გამწირა მარტოობისთვის, მაგრამ მე ამ მდგომარეობის ხიბლი ვიპოვე რათქმაუნდა ეს ყოველ წამს ტკვილის მაყენებს, ზოგჯერ ეს ტკივილი ისეთი დიდია შეუძლებელია მისი შეჩერება, მაგრამ მე არ ვაპირებ დანებებას, როცა ცარიელ ოთახში მარტო იქნები გაიხედე სიცარიელისკენ და სწორედ მანდ ვიქნები, შენს გვერდით, მაგრამ სრულიად განადგურებული, ამიტომ შენ ხარ ის ერთადერთი ვისაც შეუძლია ჩემს ტანჯვას წერტილი დაუსვას..
შეიძლება დღეს დაიწყო ჩვენი ურთიერთობა,ან იქნებ – გუშინ. რავიცი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი