ადამიანი
რელიგიის თანახმად პირველ დღეს ღმერთმა შექმნა ადამიანი, მაგრამ არავინ არიცის რა მოხდა პირველ დღეს, როგორ შეიქმნა ეს გასაოცარი არსება რომელიც დატვირთულია სხვადასხვა გრძნობით და ქმედებით რაც მას ამოუცნობს ხდის, არიცი რა დროს რას მოიმოქმედებს, მას ყველაფერი შეუძლია გააკეთოს რათა თავისი ეგო დაიკმაყოფილოს, შეუძლია დაეშვას ძალიან დაბალ დონეზე მაგრამ მერე რა? ამით ხომ ის იმას მიიღებს რაც უნდოდა.. ის ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა ფულისთვის, რათქმაუნდა ყველასთვის ძნელია სწორი გადაწყვეტილების მიღება როცა წინ ის გიდევს რითაც მომავალს შეიქმნი.. ადამიანმა დაკარგა რწმენა, პასუხისმგებლობის შეგრძნება, სიყვარულის უნარი და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ის ხომ ადამიანია? მას შეუძლია იყოს მატყუარა, ცბიერი, მკვლელი და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ისაა რომ ამ ყოველივე უარყოფითის გაკეთების შემდეგ მას შეუძლია მივიდეს ეკლესიაში და ცოდვები მოინანიოს, ეკლესია.. ეკლესიაც ხომ ადამიანმა შექმნა რათა ყველანაირი სიბინძურის ჩადენის ან თუნდაც თქმის შემდეგ მისულიყო იქ დაძალებით გადმოენთხია რამოდენიმე სიტყვა და გულიდან ჩამოერეცხა ის სიბინძურე რაც მის ეგოს ტვირთავდა, ამით ის შვებას იგრძნობდა და ეს დაუსრულებლად გრძელდებოდა, რელიგიაც ხომ ადამიანმა შექმნა რათა ამ სიბინძურეს ამოფარებოდა ღვთის სახელით.. თუკი ის რამე ცუდს ჩაიდენდა ეს რათქმაუნდა ეშმაკს ბრალდებოდა, ყველაფერ სიბინძურეს მას შეაწმენდდა ოღონ თავი კარგად ეგრძნო, როგორც დოსტოევსკიმ თქვა “მაგრამ ვინ ლოცულობს ეშმაკისთვის ? 18 საუკუნის მანძილზე, ვის ეყო ადამიანურობა და ილოცა იმ ცოდვილისთვის, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ეს” .. ადამიანს კარგიც შეუძლია იყოს , მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება მისი საპირისპირო ცუდი რომელიც მას მოხიბლავს და გულს ატკენს რის შემდეგაც ის კარგიც ცუდი ხდება, ამას კი “სიყვარული” ეწოდება ჩემო საზიზღარო მეგობრებო, ყველაზე მახინჯი გრძნობა იმ გრძნობათაგან რომელიც იარაღადაა გამოყენებული ადამიანის მიერ, სიყვარულს შეუძლია სიცოცხლით აგავსოს ან თუნდაც მოგკლას.. დღესდღეობით ყველა ცდილობს ამოეფაროს კარგი ადამიანის ნიღაბს, მაგრამ გულის სიღრმეში ყველამ ვიცით რა ნაგავი არსებებიც ვართ.. ეს მე ვარ ადამიანი, ყველაზე საზიზღარი არსება მთელს დედამიწაზე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი