ილუზია
დილის 8 საათზე დედაჩემი მაღვიძებს და მეუბნება, რომ მალე უნივერსიტეტში უნდა წავიდე.. მეც ძლივსძლივობით ვწევ თავს და კიდევ ერთი უიმედო, ნაგავი დღის გათენების მომსწრე ვხდები, საპირფარეშოში შევდივარ.. მოსაწესრიგებლად სულ მცირე 10 წუთი მჭირდება ხოლმე , მაგრამ გუშინ ზედმეტად გადავათენე ღამე ფიქრში,წერასა და ხატვაში.. საპირფარეშოდან ჩემს ოთახში გავდივარ და როგორც ყოველთვის დღესაც არ ვიცი რა უნდა ჩავიცვა, როგორც იქნა ვიპოვე ტანსაცმელი და ყავის გაკეთებას შევუდექი, რომ ცოტა გამოვფხიზლებულიყავი.. სანამ ჩაიდანში წყალი ადუღდებოდა ტელევიზორი ჩავრთე და დილით ბავშვების გასადებილებლად შერჩეული ნაგავი მულტფილმი ჩაირთო, ყავაც დავისხი და დალევას შევუდექი.. რამოდენიმე წუთში ისეთი ილუზია გაჩნდა, რომ ყველაფერი თითქოს შავმა ხვრელმა შთანთქა და მეც შიგნით ჩავიკარგე.. საღამოს 6 საათი ტელეფონის ზარი მაღვიძებს რომელზეც “Angel” აწერია : – გისმენ? – როგორხარ ? – კარგად შენროგორხარ? – შესანიშნავად, არგინდა დღეს გავისეირნოთ? – კი როგორ არა, ახლა გავიღვიძე მოვწესრიგდები და დაგირეკავ – კარგი, მიყვარხარ – მეც ამ დიალოგმა ცოტა არ იყოს გამაკვირვა რადგან რამოდენიმე ხნის უკან სრულიად ნაგავ ცხოვრებაში უნივერსიტეტისთვის ვემზადებოდი და ყავას ვსვამდი.. ავდექი მოვწესრიგდი და როგორც ყოველთვის თმის შესაკრავს დაუწყე ძებნა ეს პატარა რაღაც სულ მეკარგება ხოლმე.. – ჯანდაბა, ნეტა სად დავდე? როგორციქნა ვიპოვე თმა შევიკარი, ფეხსაცმელი ჩავიცვიმ, კარი ჩავკეტე და Angel-ს რავურეკე – გისმენთ? – ჰეი, სახლიდან გამოვედი და ჩვენს ადგილას შევხვდეთ – კარგი 5 წუთში მანდ ვარ.. მე მალე მივედი რადგან სწრაფად დავდივარ ხოლმე, 5 წუთის შედეგ ისიც გამოჩნდა.. ლამაზი იყო როგორც ყოველთვის, შავი სვიტერი და ჯინსის შარვალი ეცვა, ოქროსფერი თმა კი მხრებზე გადმოწყობოდა ლამაზად, ცისფერი თვალები კი ეშმაკურად უციმციმებდა.. – სად წავიდეთ? – რავიცი შენ სადაც გინდა.. მე რატომღაც ბაგრატის ტაძარი ამოვირჩიე.. ეკლესიაში სიარული არ მიყვარს, მაგრამ იქ ერთი ძალიან ლამაზი ადგილია საიდანაც მთელი ქუთაისი მოსჩანს და მზის ჩასვლა რომანტიკული გარემოს შექმნას ხელს შეუწყობდა.. გაჩერებაზე გავედით და მარშუტის მოსვლას დაველოდეთ, შემომხედავდა და იღიმოდა ხოლმე იცოდა, რომ ეს ძალიან მომწონდა.. მარშუტიც მოვიდა, ჩავჯექით და ბაგრატისკენ დაიძრა, ერთად დავსხედით რამოდენიმე წუთში კი თავი მხარზე დამადო მე კი თავზე ვაკოცე, ძალიან კარგი სურნელი ასდიოდა, საერთოდ მომწონს ადამიანის სუნი, თითქოს გეუბნება ვინ არის ეს ადამიანი.. მარშუტი გაჩერდა ჩამოვედით და ბაგრატისაკენ წავედით, რამოდენიმე ათეული მეტრი ფეხით უნდა გაგვევლო ყველაზე მეტად ეს მომწონდა, გზაში ყველა თემაზე ვისაუბრეთ, როგორც იქნა ბაგრატზე ავდეით და იმა ადგილას მივედით, რომელიც მე ძალიან მიყვარდა ჩამოვჯექით და ქალაქის ხედით ტკბობა დავიწყეთ.. ცოტა ხნის შემდეგ მან მკითხა : – გიყვარვარ? – რათქმაუნდა, მთელი ცხოვრება მეყვარები მე კი მჯეროდა, რომ სამუდამო არაფერი იყო, მაგრამ შიგნით რაღაც სხვა მეუბნებოდა, რომ ეს ასე არ იყო და შეიძლებოდა რამეში შევმცდარიყავი – მეც ჩემკენ შემობრუნდა ერთმანეთისკენ გავიწიეთ, სადაცაა უნდა ვაკოცოთ და.. ის საშინელი შავი ხვრელი გამოჩნდა, და შთანთქვა დაიწყო ყველაფერს ქვიშის ქარიშხალივით ისრუტავდა შიგნით, მე ხელები მოვხვიე მას მაგრამ ხელებში მხოლოდ სიცარიელე დამხვდა და ამ შავმა ხვრელმა მეც შემისრუტა… დილის 8 საათზე დედაჩემი მაღვიძებს და მეუბნება, რომ მალე უნივერსიტეტში უნდა წავიდე.. გ.ბაბუაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი