წარმოსახვითი სიყვარული


– ძალიან ლამაზად გამოიყურები, ენჯელ .
– გმადლობ.
– ვნერვიულობ…
– ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება !
– ჩემს მშობლებს რომ არ მოეწონო?
– შენ თუ მოგეწონე, შენს მშობლებსაც მოვეწონები, დამიჯერე.
– მართალი ხარ.

მე და ენჯელი ჩემი სახლის კართან ვდგავართ. ხელის ცახცახით ვაჭერ ზარს… კარს დედა აღებს :
– შემოდი.
– დედა, გაიცანი ეს ენჯელია -ხმის ცახცახით ვეუბნები დედაჩემს… მან კი ისეთი უიმედო და შეშინებული სახე მიიღო, რომ რა გამეკეთებინა არ ვიცოდი
– რა ხდება დედა?
– არაფერი.
აცახცახებული ხმით მიპასუხა მან,
ენჯელს გავხედე და ვუთხარი
– არც კი მოგესალმა, მგონი არ მოეწონე რა გავაკეთო?
– დამშვიდდი, ალბათ, გადაღლილია და ცუდ ხასიათზეა, მიდი დაელაპარაკე.

დედასთან როცა მივედი, მან სადღაც დარეკა და ვიღაცას უთხრა, რომ მოსულიყვნენ, მხოლოდ ეს მოვისმინე…
რამდენიმე წუთის შემდეგ ექიმები მოვიდნენ და რაღაც ნემსი გამიკეთეს… რის შემდეგაც არაფერი მახსოვს…

ხმაური მაღვიძებს, სახეში შუქები მანათებს, რომელიც სწრაფ-სწრაფად იცვლება და ხელებშეკრულს სადღაც მიმარბენინებენ. შემთხვევით ექიმების საუბარს მოვკარი ყური
– ისევ ისე მოიქცა.
– ჰო.
– არადა რამდენი ვეცადეთ, რომ გამოჯანმრთელებაში დავხმარებოდით
– მართალია…
ამ დიალოგმა ცოტა არიყოს გამაკვირვა, ჩავთვალე, რომ სხვაზე საუბრობდნენ.. სადღაც მიმიყვანეს, ხელები შეკრული მქონდა და თეთრი ტანისამოსი მეცვა, კართან მივედით, წამოდგომაში დამეხმარნენ და მითხრეს, რომ იმ კარში უნდა შევსულიყავი… ის არმინდოდა მეფიქრა, რომ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოვხვდი… ჩავთვალე, რომ ეს ასე არ იყო..
სანამ ამ ადგილას მოვხვდებოდი, ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ნუ ყოველშემთხვევაში მე ასე მგონია, ზუსტად არც ეს არვიცი.. კარები იღება, დედა და მამა შემოდიან, სევდიანი სახეებით, დედა ჩემთან მოვიდა და მეკითხება
– როგორ ხარ?
– შესანიშნავად ვგრძნობ თავს, მაგრამ აქ რატომ ვარ?
დედამ ცრემლიანი თვალებით შეხედა მამას და ორივე დათანხმდნენ ერთ რაღაცაზე..
– კარგი, ჩვენ ცოტახანი მარტო დაგტოვებთ-მშობლების ასეთმა ქცევამ საგონებელში ჩამაგდო..
– ექიმო შეგიძლიათ ჩვენს შვილს დაეხმაროთ? უკვე მერამდენედ ხდება ასეთი შემთხვევა…
– მაპატიეთ, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით..
მე ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა და რისთვის ვიყავი აქ.. რამდენიმე წუთში კარი იღება. დედაჩემი ჩემი ტანსაცმლით ხელში შემოდის და მეუბნება, რომ უნდა ჩავიცვა და სახლში წავყვე.. მეც ასე მოვიქეცი და ჩავიცვი, გზაში ვკითხე თუ რახდებოდა, პასუხმა კი სრულიად გამაოგნა
– ფსიქიკური აშლილობა გაქვს შვილო, უკვე მეორე შემთხვევაა და იმედი გვაქვს, რომ აღარ განმეორდება და გამოჯანმრთელდები.

მე სიტყვა არ დამიძრავს და გაოგნებული დავრჩი… სახლში საღამოხანს მივედით და ეგრევე ჩამეძინა…
დილის 9 საათზე გავიღვიძე და მომზადებას შევუდექი, ვნერვიულობ რადგან დღეს მშობლებს ენჯელი უნდა გავაცნო…

გ.ბაბუაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი