გაურკვევლობა


თვალს ვახელ, ლოგინზე ვწევარ და ჭერს ვაშტერდები.. ვფიქრობ ყველაფერზე და არაფერზე, ვიხსენებ მხოლოდ კარგ მოგონებებს შენზე, მაგრამ ერთი ცუდი ყველა ამ კარგს ტბის ფსკერზე ძირავს და აზრებს მიწამლავს.. სხვადასხვა ალტერნატიულ მომავალზე ვფიქრობ.. რა მოხდებოდა ყველაფერი სხვაგვარად, რომ განვითარებულიყო..რას ვიგრძნობდი შენთან ერთად.. შევიცვლებოდი თუ არა?! და ასე შემდეგ.. ყოველთვის ჩემს თავს ვადანაშაულებ ალბათ მე გავაკეთე რაიმე ცუდად.. არვიცი.. ყოველი დილა და შუა ღამე ასე მიილევა ხოლმე ფიქრში, მაგრამ ღამე მაინც სულ სხვაა.. შუბლზე ოფლით და სწრაფი სუნთქვით ვწევარ გაუნძრევლად თითქოს ყველა ფიქრი გაერთიანდა, ადამიანის სახე მიიღო და ჩემი დახრჩობა უნდა.. არარეალური ამბების მოფიქრება და აქ გადმოტანა ბოლო დროს ჩემი შთაგონების წყაროდ იქცა, ყველაზე მეტად მომწონს როცა “მებრძოლთა კლუბის” ფინალურ სცენაში წარმოვიდგენ ჩემს თავს.. შუშებიან შენობაში მთელი ქალაქის დანგრევას ვუყურებთ, მე ხელს ჩაგჭიდებ და გეუბნები “შენ, ჩემი ცხოვრები ყველაზე უცნაურ დროს გამიცანი”.. წინ კი შენობები ინგრევა, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაშინებს და მშვიდად ვადევნებთ თვალს..ამ ფილმის პერსონაჟს არ გავხარ თუმცა ჩემთვის სრულყოფილება ხარ, ყველაფერი მომწონს შენში, პირველ რიგში კი ღიმილი.. როგორც ბუკოვსკიმ თქვა “რაღაცნაირი ღიმილი ჰქონდა, გეგონებოდა ასეთი შემთხვევებისთვის იზოგავდა” ჰოდა მეც თვალებგაბრწყინებული ვუყურებდი მის იშვიათ ღიმილს, მაგრამ ყველაფერი ხომ დროებითია?!.. ახლა განადგურებული და აზრებში დაკარგული ვარ .. გტკივა და იღიმი არ იმჩნევ არაფერს, უძლებ.
გარედან გავხარ ადამიანს, შიგნიდან კი ვინ დარჩი თვითონაც არ იცი.. არცერთი სიყვარული თავისით არ მომკვდარა…
კლავდნენ, კლავენ და მოკლავენ.. მე დავამთავრე და ბოლოს “თუ ჩემი ამბავი გაინტერესებთ, მე ისე ვარ, როგორც მკვდარი, ვცოცხლობ ჩრდილების პლანეტაზე, ტბეთის სულთა მატიანეში, როდესაც მარტო ქუჩას გავყევი და კაფე, სადაც შენ გხვდებოდი ცარიელია”
ამ დროს სასიამოვნო ჩუმი ხმა მეუბნება :
– გაიღვიძე დედი? მოდი ადექი და ისაუზმე..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი