უსათაურო


როცა სიყვარულს მოთქმით ვღაღადებ, 
მის სიდიადეს როცა დავნატრი, 
მწირი სირცხვილით პასუხსაც ვაგებ,
რომ მახსენდება ჩუმი ღალატი.


ამ სინანულით მე ვერ გავხელდი, 
ცოტა სირცხვილი მაინც გავბედე,
ვიცი, შემშვენის სიტყვა თავხედი, 
თუნდ არ მაკრთობდეს ეს სითავხედე. 


არ გავურბივარ არასდროს წარსულს,
არ ვუშინდები წრეებს და ფარგალს, 
თუმცა სარკეში ჩახედვა არ მსურს, 
რადგან ვინც იქ დგას, არაფრით არ მგავს. 


რადგან ოდესღაც და თავის დროზე,
მანამდე, სანამ ვნება გავსინჯე, 
სუფთა ვიყავი ლექსების ფონზე,
ახლა? ლექსები დავიმახინჯე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი