უსათაურო


ბალახი - გვამების ერთგული საბანი, 
თამაში - სიცილის, ბავშვობის მოსწრება,
საათი - სიცოცხლის წამების კარნახი, 
ოცნება - ცის თაღს რომ ვარსკვლავი მოწყდება.


ღალატი - როცა ხმალს გაექცა ქარქაში, 
ტირილი - საფლავზე ჭიქების წაქცევა, 
მოწევა - მე მისი გახლავართ დამქაში,
სპეკტაკლი - საკუთარ თავისგან გაქცევა. 


წუწუნი- ყველაზე მარტივი რაც არი, 
ეჭვია - ყველაზე დიდი რუდუნება, 
სასმელი - ამღვრეულ გრძნობებთან ცანცარი, 
იმედი - დარდის კვლა და გაბითურება.


ხელმწიფე - უგნური, უვიცი, ხარბია, 
მონები - ხელმწიფის ბრიყვობის დასტური, 
ქალებმა - კაცების მოდგმა დაარბია, 
კაცები - ქალების ქალობის საცდური. 


საკანი- პატიმარს და მცველსაც აკავებს, 
სამართალს - წესებით თამაში არ უყვარს,
სიმართლე - ტყულთან შიშისგან კანკალებს, 
ტყუილი - სიმართლეს დასცინის სანუკვარს.


სიცოცხლე - ვიღაცას სადღაც რომ უცდიან, 
სიკვდილი - ყოველთვის ვიღაცას რომ უცდის, 
ღმერთკაცი - ვერავის რომ ვერ შეუცვნია,
სატანა - რომაელს ლურსმანს რომ გაუწვდის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი