კედელზე ჩამომპალი ბანანი
დღეს კულტურა უცნაური, მცდარი მექანიზმია ხელონებას აღარ ჰყავს დრუიდი და შამანი, დღეს გრაფტის შედევრი თურმე ვანდალიზმია ხელოვნება -კედელზე მიკრობილი ბანანი. დღეს რთულია გაიგო ვის უყვარხარ, ვის არა, გულები გაფანტულან, სიამაყე არ მიდის, ვისაც სძულხარ შენთან დარჩა, თურმე არ დაეზარა, და ვინც გყვარობს, არ ჩერდება, სადღაც მიდის, გაგირბის. დღეს არ იცი ვის რა უთხრა, სიტყვა როგორ გადმოსცე, გელანდება ღალატი, ჩუმი, ავი, მზაკვარი, მარტოობა რომ გაწუხებს, არსად გინდა წამოგცდეს, და რომ არ გყავს ვინმე გვერდით როგორც - თავშესაფარი. დღე თენდება ისეთი, დაღამებას უფრო ჰგავს, თუმცა ღამეს რას ვერჩი, წრფელია და გაგათბობს, იტყუები? მოწიწებით დაგიდგამენ ოქროს ტახტს, გულწრფელი ხარ? მოგვიტევეთ, გულწრფელობა არ გვაწყობს. დღემ არ იცის რა ხდება როცა კაცი ცივდება, ემიგრანტი გრძნობები უკან არ ბრუნდებიან, თურმე როცა ქვა ხდები, გრძნობა აღარ გჭირდება, ვერასდროს იფიქრებდი და თურმე შეგძლებია. ერთდროულად თან ხვდები, მაგრამ მაინც არ გესმის, სად წავიდა ბავშვობის სიხარულის ამპულა? ხშირად გინდა ამოხსნა ხან კუბის ხანაც ფესვის, მაგრამ თურმე დაგავიწყდა გამრავლების ტაბულა. დღეს კი ხვდები რომ ეს ფიქრიც მცდარი მექანიზმია, დაგავიწყდა ამ ცხოვრების ავანი და ჩავანი, თავს იმშვიდებ, შედევრები დღეს ხომ ვანდალიზმია? ხელოვნება- კედელზე ჩამომპალი ბანანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი