გიტარა
გიტარას ჰგავს გოგო მკვირცხლი, არასდროს მოგწყინდება, აკორდები სულ არ იცი დაკვრა მაინც გინდება. მკლავს შემოხვევ, აიტაცებ, ხელის თრთოლვით, ფათურით, და შეკრთები ხმას რომ გაქცემს გაჭიმული მავთული. ლადებს ქვემოთ ჩაუყვები გენამება თითები მუდამ შეეარშიყები, მასში ჩაიყვინთები. სულ თავიდან, თითებს გატკენს, არ დაგინდობს, გაწვალებს, თუ მიუძღვნი გულის სარტყელს, დაწნი სიმით ნაწნავებს ფემინისტურ გამოკრთომებს, მტკიცედ თუ დაუდგები, ბარ-აკორდის აღებისას თუ არ გაიგუდები.. თუ იქნები ოსტატური, თუ კი მზად ხარ გარეკო, მხოლოდ მაშინ აჟღერდება ესპანური ფლამენგო. თუ არადა იბუზღუნებს, იზუზუნებს გიტარა, მოიწყენს და შენც მოიწყენ, რომ არ გამოიდარა. და გიტარა, სხვასთან წავა, სხვის მუხლებზე წკრიალით, ბრაზისაგან ბანსაც მისცემ კბილის ფშვნეტით ღრჭიალით. მე რაც ვიცი ვიცოდვილებ, თითებიც მიმაგრდება, ცდად კი მიღირს, ჰოდა მეც ვცდი, არასდროს დამზარდება.. რა არ ვცადე- ლა მინორი, დო მაჟორი, რისეპტი, და მაინც ვერ გამოვიცან გოგოს სულის რეცეპტი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი