ხელჩანთაში ჩადებული ლექსი


მახსოვს, რომ გეცვა მაღალი, ტყავის,
ჩექმა - ერთ-ერთი ცნობილი "ბრენდი",
გეჭირა ჩანთა - მეგზური მკლავის 
და უდარდელად მოკაკუნებდი...


მე ფოცხვერივით ფრთხილად მოგდევდი, 
ვარ მაცქატუნა, დავდივარ ჩუმი,
მახსოვს, ამაყი მზერით რომ შემხვდი, 
შენი სურნელით და პარფიუმით...


ის  სურნელება იმ დღეს არ გაკრთა, 
კოცნით მომანდე, რომ დამეკონა, 
გრაციოზულად გეჭირა ჩანთა, 
მაგრამ, რატომღაც არ მომეწონა.


ეს თუ მოგხიბლავს, აბა რა ვიცი, 
მადმუაზელ, ველი თქვენს რეზიუმეს, 
მერე პრიალა ჩექმა ჩაიცვი, 
და უდარდელად გაიკაკუნე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი