ბიჭი რომელიც მზის ღიმილს უცდის
იწვის და დნება, დაიფერფლება, სულის ნაწილი - ნაკუწი ფურცლის, მაგრამ იმედი კვლავ მოფრინდება, შენგან გატყორცნილ ღიმილს დაუცდის. სითბონაკლული, ფერდაკარგული, რუხი წვიმების უნდობელ თქეშით, ელოდა ღიმილს ჩემი სხეული, მზე კი, ღიმილით იწვოდა შენში. იწვოდი ვნებით და მეც მანიშნე, კრთებოდა ალი ბაგის არეში, როცა ამ ბაგეს მოვითარეშებ, უნდა დავიწვა სიმხურვალეში. შენც, დაიწვები, მაგრამ ამაყად, და არა, როგორც ნაგლეჯი ფურცლის, მე კი, დაფერფლილს, უნდა დამარქვა ბიჭი, რომელიც მზის ღიმილს უცდის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი