რადგან ჯოჯოხეთს ვერ გავუძელით


თავგანწირული მომავალს მისდევ, 
წარსული მოგდევს სიკვდილის ცელით,
ჩვენ ჯოჯოხეთი მოგველის ისევ, 
რადგან ცხოვრებას ვერ გავუძელით.


თუ სიკეთისთვის დაიწყებ ქოშინს, 
ადამიანად თუ გამოდგები, 
დრო შენს პერსონას უნდობლად მოშლის, 
და დაგაფიქრებს უზუსტობები.


ადამიანი შეცდომას ხვდება, 
ხანდახან ჰყოფნის ამის გონება, 
მაგრამ ძალიან თუ გახელდება, 
არ სძალუძს მისი გამოსწორება. 


შენ ვერც კი ხვდები, თუ როგორ ბრაზობ,
არ იცი ასე რამ დაგასუსტა, 
და გინდა შენს თავს შემოთავაზო 
ფრიდრიხი ნიცშე და ზარადუსტრა. 


შენ გაფითრდები, როგორც ენძელა, 
წახვალ და შენს თავს მოუყრუვდები, 
იფიქრებ- ასე რატომ მეძნელა? 
ან ვინ დამადო სულზე ხუნდები? 


ასე გაივლის ხარბი ვარამი, 
ცხოვრების წესსთან ჩივილ-ბრალდებით, სიკვდილი მოვა, გვეტყვის - სალამი!
 ჩვენც მისი წესით გავსამართლდებით.  


საფლავის ქვაზე პერსონას ვკარგავთ, 
( დაგვიტირებენ მწუხარის ცრემლით)
 ჩვენ ჯოჯოხეთში მივდივართ რადგან, 
აქ,ამ ჯოჯოხეთს ვერ გავუძელით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი