ჩქარა პაციენტს აუნთეთ შუქი


ნეტავ სად გაქრა იმედის ელვა? 
რისთვის ბობოქრობს ეს ღამე მუქი? საავადმყოფოს ოთახში ბნელა, 
იქნებ,  პატიენტს აუნთოთ შუქი?

საავადმყოფო ჩემი სხეული, 
ნორჩი არსების არის პალატა, 
იმის წყალობით გავხდი სნეული, 
რომ ჩემმა თავმა თავს უღალატა…


დავხეტიალობ მწირი, გამხდარი, 
და მაინც ვცდილობ, და მაინც ვმარდობ,
მერე მწყინდება ყალბი ხარხარი
და გაზაფხულის გამხმარ ხეს ვდარდობ…


ყვითელ ყვავილებს გააქვთ ბიბინი,
 კვირტებიც მალე გაიფურჩქნება, 
სულს კი დასჩემდა ჩუმი ქვითინი, 
და ღრმა წყლულები არ უყუჩდება. 


თქეში წვიმაა ჩემი ძახილი, 
ჩემი სიტყვდა და ჩემი ზმანება, 
უკვალოდ გაქრა ავის სამხილი, 
სიკეთეს ხალხი არ ეძალება. 


მიდი, იყმუვლე ცაო, იტირე, 
შენ მოეფერე გამხმარ ბალახებს, 
მკერდს ნაპრალივით თუ გამიჩეხავ, 
იქაც მონახავ ცრემლის სამარხებს. 


არსად გრუხუნებს იმედის ელვა, 
ცამ გადაიცვა ღრუბლების ქურქი, 
საავადმყოფოს ოთახში ბნელა! 
ჩქარა! პაციენთს აუნთეთ შუქი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი