სევდით მთვრალი
ვწრიალებ, როგორც პატარა ბავშვი, გავქრი, ვითარცა შუქი ჩამქრალი, ფეხი მიმათრევს ბარბაცით სახლში, გზას არ მინათებს მთვარე მართალი. ალბათ, მიმიხვდით, მთვრალი ვარ, რადგან ღვინის წვიმებით ვისველე ბაგე, მოგონებებით კაეშანს ვქარგავ, ცნობიერება თითქმის დავკარგე! ზეცას შევხედე, მთვარე არსად ჩანს და ნაღვლიანად წარმოვთქვი - გაქრა! მერე ვარკვლავმა დამაიმედა, მითხრა, რომ მთვარე ჩემსავით დათვრა და ჩაიძინა, - ნუ სჩივი, ბიჭო, აგერ შეხედე, ვაფარებ საბანს, შინ მალე მიდი, ნამდვილად, გიჯობს, მეც მოგიყვები ჯადოსნურ ზღაპარს... და მივბარბაცებ შინისკენ, სახლში, ვითარცა მთვრალი მთვარე, ჩამქრალი, თქვენ იტყვით - დათვრა ეს ღვინის სმაში! არა! მე სევდით გახლავართ მთვრალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი