ვცდილობ
ვცდილობ სამყაროს ცისკენ გავექცე, მაგრამ მიწაში მიდგას ფესვები, ვცდილობ რომ მეტად აღარ წავიქცე და მაინც ხოხვას ვეალერსები. ვცდილობ, რომ გემი სწორად ვატარო, სწორად დავუკრა ცხოვრების ქნარი, მაგრამ სიმები მეურჩებიან, და ხელს არ მიწყობს არც ზურგის ქარი. მინდა ცხოვრებას აზრი შევძინო, წუთისოფელო, გაუფასურდი! ყველაფრით დაღლილს გსურს დაიძინო, რადგან ცხოვრება გახდა აბსურდი. ვეძებდი შველას, ღმერთიო მითხრეს, მისი სახელი იმედს მაძლევდა, ვეძებდი დიდრონს, შემოქმედს ძლიერს და მისი პოვნა უფრო გაძნელდა. დაკარგულია აზრი, მიზანი, თავზე გვაყრია ფიქრების გროვა, ჭეშმარიტება გახდა ხიზანი, მემგონი არსად, არასდროს მოვა. კლდის გზა სად მიდის, ეგეც არ ვიცი, და ასე მარად, ვბორგავ და ვცოცავ, სულში სიცოცხლის სევდას განვიცდი და მის დემონებს სულშივე ვხოცავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი