სიკვდილზე უარესი
მოხუცი წევს და უსუსურად ბორგავს საწოლში, ჩუმი ოხვრით და ღრმა ქოშინით კედლებს აყრუებს, სიბერემ გვითხრა - ,,ტკბილი არის ჩემი დროება,, და მე თუ მკითხავთ, სიბერე ჩვენ მწარედ გვატყუებს. უწინ ტანადი, მომხიბლვლელი მზით სავსე ქალი, დაწვა უღონოდ და სიბერის ქურქი მოისხა, აწ უკვე დროა სილამაზის დაფაროს ვალი, მაშინ, ყმაწვილმა ქარაფშუტამ დროს რომ ესესხა. გადაღლილობა დატყობია ფერმკრთალ სახეზე, თვალები მიმქრალ ზურმუხტისფერ სევდას მიუგავს, და ალბათ ფიქრობს იმ სანუკვარ უცხო მხარეზე, ახალგაზრდობის, სიხარულის ქუდი რომ ხურავს. აი, ასეთი სასტიკია ჟამი სიბერის, მის მოლოდინში კაცთა მოდგმა შიშით კანკალებს, ახალგაზრდობას, სილამაზეს უნდობლად წაშლის, როგორც ტალღები წაუშლიან ქვიშას ნაკვალევს. შენს ბატონობას ყველა ხორცი დაემონება, სიბერევ, გვესმის როცა ავობ, როცა კვნესიხარ, თუ მელოდები, აღასრულე დამჭკნარი ნება, მე მაინც გეტყვი, რომ სიკვდილზე უარესი ხარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი