ემპათი სული


იჯდა ქუჩაში ემპათი სული,
 თვალს ადევნებდა შავბნელ სხეულებს,
 ქალაქი თველმდა ბინდგადაკრული,
 ქალაქი აწმყოს უფრო ართულებს. 


ნეტავ არსებობს ისეთი დანა,  
ემპათებმა რომ ჯიბით ატარონ, 
და სადაც წავლენ შავბნელ სხეულებს,
 სულსა და გულზე გადაატარონ. 


ყვირილის ხმაში, ცრემლის ქალაქში, 
რეგვენებს დარჩათ  სკიპტრა ოქროსი,
ნათელს ვერ ვხედავ ვერცერთ მათგანში, მხოლოდ და მხოლოდ მოჩანს ქაოსი.
 

ჩაგრული ხალხიც ხოვრობს ამ ქვეყნნად, 
მათი სხეული ეულად დრტვინავს, 
ზოგიც ვერ უძლებს ამ წუთისოფელს
და ზემოთ, ცაში დაეძებს ბინას.


და განაგრძობდა ქალაქი ქვითინს,
 მასზე დარდების ქარები ქროდა,
 იქ კი ქუჩაში ემპათი სული, 
ქალაქს ტკივილებს  თანაუგრძნობდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი