ღმერთმა უწყის
ღმერთმა უწყის, ვის რა ლოდი აწევს გულზე, ღმერთმა უწყის, ვის სულში რა ქაოსია, არაფერი გვაწერია ნათლად შუბლზე, მომღიმარსაც გული სევდით აუვსია. სადღაც ცეკვავს დაფარფატებს პეპლის ჩრდილი, თავქარიანს ლხინის ცეცხლი დაუნთია, სადღაც კიდევ დავრდომილა ღამის ჩრჩილი, მის ბუდეში შეუწყვეტლივ ქარბუქია. დროც არ გვინდობს, გამოკრთება როგორც ელვა მერე ისევ შეგვაწუხებს სინანული, ღმერთმა უწყის ვის ჭირდება ახლა შველა? ღმერთმა უწყის, ვის ჭირდება სიყვარული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი