ვერ ავუდივარ ვნებათა ღელვას
ვერ ავუდივარ ვნებათა ღელვას, დავძრწივარ, ვბორგავ, ვცოდვილობ ისევ, ნამდვილისა და ყალბის გარჩევა მაინც ვერაფრით გავითავისე. ვტეხავ ღამეებს, ვკოცნი თოლიებს, ვეძებ ვარსკვლავებს, ვიპოვი - ვკარგავ, ხანდახან ჭკუა დამიყოლიებს, მაგრამ ჭკუასაც ვერ ვუხმობ კარგად. ამაყი სისხლით ვირწყულებ სხეულს, ვერ მომერევა ვერავინ მჯერა და როგორც ბლანტი მელანი რვეულს, ვესხმები ჩემ გზას შეუმშრალს ჯერაც. სადაც კი ვარდებს გადავაწყდები არ ვჩივი ეკლებს, ვეცემი ხარბად თუნდაც წავაგო, ვთვლი არ ვმარცხდები იდუმალების ეშვება ფარდა. შენ კი მიყურებ, და ეს თვალები, შველის სიფრთხილით მაკვირდებიან, ვიდრე შემკრთალი ამორძალები იმ მზერის მიღმა აკივლდებიან. გაგიღიმებ და გავტრიალდები, ცაზე ვარსკვლავი იქნებ ეყაროს? გული მაფრთხილებს - ჩივილ- ბრალდებით- ფრთხილად! მთვარე არ გამოგეპაროს! ვარდის ეკლებმა სად არ მატარეს, ვერ მოვისვენე ვერაფრით წუხელ, ახლა კი ვზივარ და ვუქცერ მთვარეს, ვჩურჩულებ, ვწუხვარ და შენს თავს ვუმხელ…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი