სიყვარული გადაგვარჩენს
სიყვარულია ხალხის წამალი, სითბო, ალერსი, ურთიერთობა, მაგრამ სად გაქრა ჩვენი ამაგი, გაქრა იგი და დაიწყეს მტრობაც. სიყვარულს გიხსნი და ლექსებს გიწერ ჩემო სამშობლო, ვიქმნები მცველად. მე ჩამოგიხსნი მტკინვეულ ტვირთებს, ამ ყოველივეს ჩვენ შევძლებთ ერთად. მე ხალხთან ერთად და ხალხიც ერთად შენს ნაიარევს ჩვენ განგიქარვებთ, აქ მთავარია ჩვენ ვიყოთ ერთად, და ამ ერთობით შენც გაიხარებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი