საქართველო


საქართველო, საქართველო,
ჩემო კარგო, ჩემო ძველო.
რა ლამაზი ტყეები გაქვს,
მთა-ბარიც და მინდორ-მდელოც.

ჩემო კარგო, ჩემო ძველო,
რა კარგი გაქვს ისტორია,
მაგრამ ეს რა დაგმართნია,
ადგილიც ვერ გიპოვნია.

რა კარგი ხარ ისტორიით,
მაგრამ ახლა არ ხარ ჯანზე,
იმედი მაქვს გამთელდები 
და შენს ადგილს დაიკავებ.

იმედი მაქვს, მაგრამ ამას
ძალზედ დიდი ძალა უნდა,
მაინც მჯერა, რომ ადგილსაც
დაიბრუნებ შენს საკუთარს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი