სურვილები


აღარ მინდა, რომ გხედავდე ეულს,
სიბერისგან სულ მთლად გადარეულს.
მე მინდა, რომ არ გხედავდე სნეულს,
არ კუჭავდე ისტორიის რვეულს.

კიდევ მინდა ხალხს ვხედავდე ძლიერს
სახელმწიფო არ ტოვებდეს მშიერს.
მივესწრაფვით ლაღ, ბედნიერ იერს, 
მაგრამ ისევ ვებრძვით გადამთიელს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი