ვენური ჯოჯოხეთი


ვენაში ერთი პოლიციელი ცხოვრობდა, ჩარლზ ბარკსი. ჩარლზი ძალიან გამოცდილი სპეციალისტი იყო, 15 წელი პოლიციაში საქმიანობდა და თავის საქმეს ყოველთვის საუკეთესოდ ასრულებდა.

 1939 წელს საპროტესტო აქცია გაიმართა ჰიტლერის დიქტატურის წინააღმდეგ, სადაც ბარკსიც იღებდა მონაწილეობას. ამის შემდეგ, ჩარლზ ბარკსს სამსახური დაატოვებინეს და იძულებული გახადეს დაეტოვებინა ქვეყანა.

 ჩარლზ ბარკსის ოჯახი ვენაში მარტო დარჩა და თავის სარჩენად საჭმელი საძებნელი გაუხდათ. ჩარლზის ცოლმა, ემილია ბარკსმა საკუთარ ქმარს მისწერა ამ გასაჭირის შესახებ. ჩარლზმა საკუთარ კედლებში დაბრუნება ცადა, თუმცა ავსტრიის საზღვარზე დააპატიმრეს და ებრაელად ცნეს.
 
ჩარლზი დახვრიტეს…

 თვალცრემლიანმა ემილიამ ეს ვეღარ აიტანა და ადოლფ ჰიტლერის სისტემას დაუპირისპირდა. იგი სახელმწიფოს ღალატისათვის ჩამოახრჩეს.
 
 ერთმანეთისგან შორს მყოფი ემილია და ჩარლზი ანგელოზებმა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ერთად შეაცილეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი