მფრინავი ჯადოქრები


მფრინავი ჯადოქრები განაგებენ სამყაროს. ისინი სტკენენ ან კურნავენ ადამიანებს, ჩვენ კი უძლურნი ვართ მათ წინაშე. ჩვენ მათი უნდა გვრწამდეს და მათი ყოველი გადაწყვეტილება მშვიდობიანობის ახალ ფორმულად უნდა მივიჩნიოთ.

 ერთ ამბავს მოვყვები მოხუცზე, რომელიც თავისი შეცდომების შემყურე მფრინავი ჯადოქარი ნამდვილად ვერ გახდებოდა და ფრთხილად უნდა ყოფილიყო, რათა ჯოჯოხეთის მწველ ცეცხლში არ ჩახარშულიყო.

 მოხუცობაში იგი ყველას შეუყვარდა და პატივსაც სცემდნენ მას. მიდიოდნენ ხოლმე კოლია პაპასთან ბავშვები და კანფეტებს სთხოვდნენ, მოხუცი კოლიაც აძლევდა ბავშვებს შოკოლადებს და თან ხილით გატენილ კალათასაც ატანდა. მოხუცი კოლია თავისი ცოდვების მონანიებას ცდილობდა და ყველაფერს აკეთებდა შეცდომების გამოსასწორებლად.

 ერთ დღესაც, კოლია პაპა წავიდა მფრინავ ანგელოზთან და საკუთარ განაჩენს გულისყურით მოუსმინა. კოლია გაკვირვებით შეაცქერდა სამართლის ჯადოქარს, როცა გაიგო, რომ იგი მფრინავი ანგელოზის გვერდით დაიმკვიდრებდა საპატიო ადგილს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი