კაპიტანი მონტი
მოქანდაკეობა უნდოდა, ნიჭიც ჰქონდა, მაგრამ რას იზამ. სამაგიეროდ ერთი ნამუშევარი დაგვიტოვა მონტმა - “სპორტსმენი”. ოცნებებში ჩაიძირა ვარაზაშვილის გემი და დაიწყო უბედურება, დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. 1942 წელი… საომარი მოქმედებები…299-ე საარტილერიო პოლკი… - წასულან - დაიძახა იაგომ. - ახლა რა ვქნათ? - იკითხა ვლადიმერმა. - აქვე ახლოს სოფელია და იქ წავიდეთ - წარმოთქვა სიტყვა გიორგიმ და სამივენი ერთად წავიდნენ სოფლისკენ. გზად გერმანელი მზვერავები შეეფეთათ. - სად მივყავართ, ე? - იკითხა შეშინებულმა ვლადიმერმა. - ჩვენ რა ვიცით! - ორივემ ერთად უპასუხა ვლადიმერის შეკითხვას. საბოლოოდ გერმანელებმა ტყვეებად აქციეს 299-ე პოლკის არტილერისტები. ვარაზაშვილი რამდენიმე თვეში გამოიქცა იქიდან, თუმცა სიცოცხლე მონტს კიდევ ერთ ტყვეობას უმზადებდა. აქედანაც მოახერხა გიორგიმ გაქცევა და ბედმა იტალიაში გადაგზავნა. 1945 წელი… პარტიზანული ბრიგადა “პიავე”… დაზვერვაზე მონტი, ბარბა და ჯუზეპე კასტელი ერთად დაიძრნენ და თან 2 ხელყუმბარა წაიღეს. მზვერავებს ფაშისტები უკან დაედევნენ, თუმცა არ ესროდნენ, რადგან უნდოდათ მთელი ბრიგადისთვის მიეგნოთ. ფრიალო კლდესთან მისულ პარტიზანებს უკან დასახევი გზა აღარ დარჩათ. მამაცმა მეომრებმა გადაწყვიტეს 2 ხელყუმბარიდან ერთი მტრისთვის ესროლად მეორე კი მკერდზე აეფეთქებინათ. გიორგი ვარაზაშვილი 1945 წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა. მას აქვს იტალიის ეროვნულ გმირის წოდება და 1971 წელს მიენიჭა ბრინჯაოს მედალი მხედრული მამაცობისთვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი