რა არის სიყვარული?


ყოველ ღამე მეფიქრება თუ რა არის სიყვარული,
რატომ არის,რომ დილამდე არ მაძინებს ჩემი გული, რატომ არის ყოველ ღამე, როდესაც მე ვრჩები მარტო, ჩემი გული ის დნება თითქოს ვინმემ სანთელად ანთო. 

თითქოს მაშინ მე ვპოულობ ამ უდიდეს კითხვის პასუხს, თითქოს მხოლოდ ხორციელზე თხოულობდეს კითხვა პასუხს.

სიყვარულად ვთვლი, რომ მონატრება ისევ ინახავს მას ჩემში, თითქოს ეს ყველაფერი უკვე მეზრდებოდეს სენში, ამ დროს ვხვდები, რომ შევდივარ ზედმეტად ილოუზიებში, ეს ყველაფერი უნდა დამეტოვებინა წინა წლებში.

მაგრამ გარიჟრაჟრბის დროს ახალ რამეს დავაკვირდი, ჩემში კიდევ იბადება ახლად სიყვარულის კვირტი, 
მე ამ დილას შევამჩნიე ის ნამდვილი სიყვარული, 
მას მხოლოდ მაშინ ამჩნევ თუ შეხედავ წრფელი გულით. 

დღეს როდესაც ცად გამოჩნდა ის მბჟუტავი სხივი მზის, სწორედ მაშინ მქონდა განცდა სიყვარულის მე ნამდვილის,
იმ დროს ბედნიერება იყო ჩემში გრძნობა ერთადერთი, რადგან იმ დროს მე ამ მზეში დავინახე სწორედ ღმერთი. 

სწორედ მაშინ გავიაზრე თუ რას ნიშნავს სიყვარული,
რომ შეგეძლოს ვინმესათვის ლოცულობდე მთელი გულით,
 გამახსენდა ამ დროს ფრაზა უკვე ბევრჯერ გამოთქმული, რომ ორივე სამყაროში ღმერთი არის სიყვარული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი