გრძნობების ცეცხლში გამოსავალის ძიება
გრძნობებო დიდნო და უბედურნო რა გინდა ჩემში?! რად მაიძულებთ რომ იცხოვროთ თქვენ ამ ფურცელში, თითქოს მეგობრობთ ჩემს სხეულთან მამყოფებთ ბლეფში, მაგრამ კი ცხადად თუ შევხედავთ გამხადეთ ლეში. თქვენ მაიძულებთ რომ ყოველ წამს მაფიქროთ ღამის, რატო ხდება რომ რომანტიკა გათავდა ლამის?! თითქოს მუზები განრისხებულნი არიან ჟამის, თითქოს აქვთ ხედვა რომანტიკის სიკვდილის წამის, და ჩნდება განცდა ეს ყველაფრის სასრული არის... რადგან აღარ ჩანს სიყვარული წრფელი ამ ქვეყნად, პლატონური და პატრიოტული გამქრალა ერთად, მატერიალურ სიმდიდრეებს ხდის ხალხი კერპად, უმრავლესობა ამ საქციელს იწონებს ერთხმად! დროა რომ ხალხმა, თვალნი აღმართნონ მიწისგან ზევით, რომ კვლავ შეიპყრნონ რომანტიკის საჭირო სენით, მრავალი ხალხი ისევ უფლის აღივსოს რწმენით, მუზები აღარ გაწყრებიან ჟამით და ჩვენით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი