***


ამ ჩემს სხეულში ორი დიდი მოაზროვნეა,
სამწუხაროდ სურთ ერთმანეთის აზრის დაჩრდილვა ,
ერთი ფიქრობს რომ ის საერთოდ სულ სხვა და დონეა, 
მეორეს კი საერთოდ არ სურს ამის განხილვა.

ერთი ცივია ყინულივით და უდრეკელი,
ფიქრობს რომ არის ამიტომაც ის უდიდესი,
მეორეც არის მედიდური, ცხელი ვით გრდემლი,
რადგანაც მასში სიყვარული არს უწმინდესი.

დიახ, თქვენ მიხვდით ობიექტთა სახელი სწორად,
ტვინი და გული,რომელთა ძალაც უმაღლესია,
მათი კამათით თითქოს სხეული მეყოფა ორად,
მაგრამ რას ვიზამ ეს ცხოვრების მწარე წესია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი