პირველ სიყვარულს


მიყვარხარ მაგრამ ზუსტად ვიცი ვერასდროს გეტყვი,
რომ შენს თვალებზე წლების მერე კვლავ მეფიქრება, 
რომ გახსენება შენი სახის ყოველი ნაკვთის
ჩემთვის მწარეა ვიდრე არის თვითონ თვითგვემა.

რადგან აღარ ხარ შენ ჩემი უკვე წლებია,
და არც არსებობს გზა მოვიდე ისევ შენამდე,
შენი ღიმილი ჩემი გონების ნარჩენია,
ნარჩენი რომელმაც მიმიყვანა უფლის რწმენამდე.

ეს სიყვარული იყო წრფელი და ერთადერთი,
მან მაიძულა მე შენზე ლოცვის დაწყება
და ამ ლოცვებში გადაფლულმა ვიპოვე ღმერთი,
რომელმაც მთხოვა სამუდამოდ შენი გაშვება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი