ბინას იდებ ჩემში


შენი მონატრების განცდა ისე მიპყრობს,
როგორც სიხარული შენი ჩახუტების,
იცი...არ მჯეროდა თუნდაც ასე ძლიერ,
იცი...არ მჯეროდა ვინმეს შეყვარების.

ახლა მე მაქვს ნატვრა... მას კი სახელი აქვს.
ახლა მე მაქვს ნატვრა... და ეს ნატვრა შენ ხარ,
გულში მესახება ერთი გოგოს ხატი
და ის ხატიც შენ ხარ, არსად გამირბიხარ.

ბინას იდებ ჩემში, თითქოს კოცონს ანთებ
სიმხურვალის ალი ნელა გულს მიალებს,
და შენს თავს კი მეტად, უფრო ძლიერ გრძნობით
და შენს თავს კი მეტად, მეტადაც მაყვარებს.

ფიქრებს ბოლო არ აქვს, ხის ტოტების ნაცვლად
შენს დანთებულ კოცონს ფიქრები აღვივებს,
შენი ჩახუტების, შენთან ერთად ყოფნის
ეს ფიქრები შენზე ყველაფერს მავიწყებს.

ახლა თვალებს ვხუჭავ,სიბნელეა თითქოს,
ახლა თვალებს ვხუჭავ და შენ გხედავ ისევ,
ამ უკუნის მნათობს, ძლიერ მოკაშკაშეს
და შენი ღიმილით ისევ თავს მაყვარებ.

ფიქრებს ბოლო არ აქვს, როგორ მონატრებას,
შენი გაცინების გულწრფელ შთაგონებას,
ხშირად მითქვამს, ალბათ, რომ ვგიჟდები შენზე
და ვერაფერს ვშველი მე ამ გაგიჟებას.

თუნდაც ყლორტზე გებას მრავლად შენ ეკალი
თუნდაც დამისისხლო ჩემი ყველა თითი,
სულერთია ჩემთვის, მაინც მოვალ შენთან,
მაინც შეგეხება ჩემი ორი თათი.

ჩუმად, ნაზად მოგწყვეტ, ძლიერ ჩაგიხუტებ,
არ გაგიშვებ არსად, ობლად არ დაგტოვებ,
გულში ისევ ღვივის მონატრების ალი
გულში ისევ ღვივის შენი სიყვარული.

მახსოვს, ადრე მითქვამს, მე რომ არ მხიბლავდა
ხელით ჩაკიდებულს წვიმაში სირბილი,
მაგრამ თუკი შენ ხარ გვერდით მოსეირნე
თუნდაც იყოს დიდი, დიდი ქარიშხალი.

შენთან ერთად სხვა ვარ, ბევრად უკეთესი
ახლაც ვგრძნობ იმ ალმურს, ჩემს ლოყას რომ ასდის
შენი კოცნის მერე თითქოს სიყვარულის,
სუნი სიყვარულის მთელ სხეულზე  ამდის.

ღმერთო, მე შენ დაგთმო?! არა, არ მოხდება, 
თუნდაც დამიღარო მაგ ეკლებით სახე,
რადგან შენ ხარ ჩემი, ჩემი მონატრება
და მე შენი მსგავსი სხვაგან ვერსად ვნახე.

ბინას იდებ ჩემში, თითქოს კოცონს ანთებ
სიმხურვალის ალი ნელა გულს მიალებს,
და შენს თავს კი მეტად, უფრო ძლიერ გრძნობით
და შენს თავს კი მეტად, მეტადაც მაყვარებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი