მონა ლიზას!
იდუმალებით მოსილი ხარ, სილამაზისა ბატონ-მპყრობელი. ამოუცნობი ღიმილი გაქვს სამარადჟამოდ მირონცხებული. უკვდავყოფილხარ შენ ხელოვნებით, მშვენიერების საზომ-საწონი. არვინ არა გყავს დასადარი, სულ შენი იყო ლეოს სალონი. ტუჩის კუთხეში ღვენთავს მირონი, ოქროსფრად ბრწყინავს შენი ღიმილი თავსატეხივით ამოუცნობი, ბევრი ხელოვნის თავისტკივილი. გინდ ვაჭრის ცოლი, გინდ იდეალი, უკვდავყოფილხარ, ვით დედოფალი. შეურქმევიათ შენთვის ჯოკონდა, ფლორენციელი უცნობი ქალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი