შენი არმყოფი მყოფობა
სად ხარ? არა ხარ, აღარ ხარ, არ ძალმიძს შენი შეხება და შენი ნაზი ტუჩების ალმურით კვლავაც დატკბობა. სად გაქრი, სად წამიხვედი? ისე რად გაუჩინარდი, რომ ოცნებებშიც მხოლოდღა მესახები როგორც ლანდი. ძველი დიდების ჩრდილი ხარ, ანარეკლი ხარ ოცნების. წარსულის დღეთა ვარდი ხარ, თვით სიმბოლო ხარ ობლობის. და მაინც შენში მე მიყვარს შენი არმყოფი მყოფობა, გულში კაეშანს რომ ბადებს ეგ შენი სულის ობლობა. დანაბარების სათქმელად მოფრინდა ჩემთან თოლია, ოჰ, როგორ მიყვარს, იცოდე, მე შენი მელანქოლია. ფრთები შემოკრა ჩიტუნამ და შორს გაფრენა ინება, თან წაიყოლა ხატებად ჩემი შენდამი ოცნება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი