ახალი წლის პირველი ლექსი


დღეს ახალი წელია,
პირველ ლექსსაც შენ გიწერ,          
შენ - ჩემს ბედნიერებას   
კიდევ მრავლად დაგიწერ.       

ჩაიარა დროებამ და 
ცხრამეტიც გასრულდა,
ვით სიზმარი უღრუბლო
ყოველივე დასრულდა.

დამრჩა მოგონებები                                                                                                  
შენთან, შენზე ფიქრებით
ჟრუანტელი მევლება
მათი გახსენებებით.

რომ გიკოცნი მთელ სახეს
ძლიერ ჩაგეხუტები,
როგორ მიყვარს ეგ წამი
შენ რომ გაირინდები.

და მეც გკოცნი სინაზით,
არა და არ ვიღლები,
შენი ბაგის დაწაფვით,
ყვრიმალების ალერსით.

როგორ მიყვარს, იცოდე,
ჩემს მკლავებში გარინდულს
თბილად რომ გეღიმება
და ხმას ვუგდებ მეც შენს გულს.

როგორ გიძგერს სინაზით
შენი სუნთქვის ჩურჩული
მაბრუებს და თან მათრობს,
ვარ შენში ჩაკარგული.

და ვიმორცხვი საყვარალად
შენი მზერის წინაშე,
მათრობს შენი ღიმილი
და შენი სილამაზე.

ცხრამეტს რომ მოვიგონებ
მუდამ შენ გაგიხსენებ,
შენთან დროის შეგრძნებას
სულ რომ გადამავიწყებ.

გაგიღიმებ სიზმრებში,
გეტყვი - ჩემო გოგონავ
მოგილოცავ ახალ წელს
ჩემო ბედნიერებავ. 

და გისურვებ რომ იყო
ჯანმრთელი და დღეგრძელი,
მე კი ყურს ჩაგჩურჩულებ 
ჩემთან დიდხანს დარჩები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი