სისხლიანი სონეტი
მელანს დაეკარგა ფერი, რადგან გულში ბუდობს სევდა, რადგან არსაიდან ველი, სულის გადარჩენის გეგმას, რადგან აღარამაქვს დარდი, უკვე გარდასულ დღეთა, რადგან სიყვარულის ვარდი უსიყვარულობით ჭკნება, რადგან ხალხში გაქრა რწმენა, რადგან ღმერთს განუდგა ხალხი, რადგან სატანურმა სექტამ გვიღო ჯოჯოხეთის კარი, რადგან ჭეშმარიტი ტრფობა ახლა ჩაანაცვლა ვნებამ, რადგან დრომ გამასწრო, მე კი მას ვერ დავეწევი ვერა. რადგან ფერი არ აქვს მელანს, ახლა სისხლი გასდის ვენას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი