დრო


არვის ძალუძს წინ აღუდგეს დროს,
არვის ძალუძს შეაჩეროს სვლა,
გახსოვდეს, რომ სიკვდილია ბოლო,
მთავარია, როგორ ხვდები მას.

 ყველას ძალუძს, სუფთა ფურცლის მელნით დასვრა
ყველას ვინც კი ხელთ ჩაიგდებს მას,
მთავარია ტაეპების რიგთა ბოლოს
შენი სიტყვა თუ ადგება სხვას.

მე არ ვიცი რას მიმზადებს დრო,
მე არ ვიცი სად ვიქნები ხვალ,
ღმერთის რწმენით, სული შვებას გრძნობს,
დროს კი მივცემ დაფიქრების შანსს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი