ჩვენთვის


მე შენ დაგიწერ ლექსს,
თუ შენ დამიგდებ ყურს,
მე დაგანახებ გზას,
თუ სიარული გსურს.

მე დაგიხატავ დღეს,
თუ შენ გაახელ თვალს,
სადაც ორივე ჩვენ
ერთმანეთს ვუბამთ მხარს.

შენი შექმენი შენ!
მე გაგიმაგრებ ზურგს,
შენზე აუგი მე,
მხოლოდ დამწყვიტავს გულს.

რწმენა გადაგვარჩენს!!!
თუ შენ ირწმუნებ მას,
მე ჩემს თაყვანს ვცემ ღმერთს,
შენ დასავლეთის გწამს.

თუ წაიქეცი დღეს,
თუ ვერ აგრძელებ სვლას 
აწყმყო მეც მაგიჟებს,
მაგრამ მომავლის მწამს.

არ აწყენინო სხვებს,
ნუ მოატყუებ ბავშვს,
თორემ დაუცდის დროს
და სწორედ ის გაგწირავს.

,,სამშობლოს ვაძლევ გულს,
სულს კი ვუბოძებ ღმერთს,
მტერს მოგიგდებთ ხორცს,
როგორც მყრალ სვავებს."

თუ წაიკითხე ეს,
შენ წააკითხე სხვას,
თუ ვერ გაგვიგეს დღეს,
გავაგებინოთ ხვალ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი