მე და მთვარე
დღეს მე და მთვარე კიდევ ერთხელ შევფიცავთ ძმობას და ფიქრის ზღვაში ჩავეშვებით ქაღალდის ნავით. შენ დარდობ, რადგან უძილობა მოგადგა სტუმრად, მე კი ვმადლობ ღმერთს, რომ მარგუუნა ღამე ასეთი. უღალატოა მთვარის ძმობა ყოველი ღამით, თავად ნასესხებს არ იშურებს ჩემთვის ნათებად, უანგარობის მაგალითი ყველა კაცისთვის არაფერს ითხოვს ჩემგან მხოლოდ, ძმობას ერთგულად. ისე გამიჯდა მთვარის შუქი მთელს ჩემს სხეულში, რომ ხასიათიც კი მეცვლება მისი ფაზებით, ახლა ღამეა, სავსე მთვარით გადაბადრული და ჩემი სულიც იბადრება მასთან შერწყმული. შენ დარდობ, რადგან უძილობა მოგადგა სტუმრად, რომ ვერ იხილავ შენს ოცნებებს თუნდაც სიზმარში. მე და მთვარე კი სიგარეტის კვამლის თანხლებით, ვუსმენთ ყანჩელის მუსიკას ჩვენს ქაღალდის ნავში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი