დარიგება
განთიადის მოლოდინში ჭიქას ვავსებ შესასმელად, ლაპარაკი არ მიყვარს და ამიტომაც გიწერ ლექსად, შენ კი კარგად მომისმინე, მეც აგიხსნი გასაგებად. ხიდი მინდა ავაშენო, ჩვენ ორ შორის გასადებად. არ გაჩერდე მათთან, ვინც არასდროს გაფასებდა, პირში გიცინოდა, ზურგს უკან კი თურმე გამცირებდა. უნდა გადალახო, მშვიდად შენი რუბიკონი, უნდა ამოძირკვო! სარეველა ვარდთა წრიდან. მხოლოდ სიტყვა!? საამაყო ისტორიას დაწერ. სიტყვა არა, მეგობარო საქმე წარმოგვაჩენს, ამიტომაც იშრომე, რომ აზრებს ფრთებს ასხამდე, ისტორია კი დასაწერს თავის თავად დაწერს. და მეც ვშრომობ, ვლოცულობ და შენთვის ლექსსაც დავწერ, გრძელი ღამის სავსე ფურცლებს გარიჟრაჟზე დავხევ, უარყოფით არა, მაგრამ განვადიდებ ქრისტეს, მზე ამოვა და მამალიც სამჯერ დაიყივლებს. ჩვენს პრობლემას შენც მიხვდები ვიცი ჭკუა გიჭრის, ერთურთი უნდა გაგვქონდეს ჩვენ ატანაც გვიჭირს. როდის იყო, რომ ერთობით ვერ გაგვქონდა ჩვენი ლელო მწამს ფერფლიდან ფენიქსივით კვლავ აღსდგება საქართველო. მე კი ვფიცავ, რომ დავიცავ ჩემს სამშობლოს სიკვდილამდე, საქართველოს ქრისტეს გზაზე გოლგოთიდან აღდგომამდე. და თუ ერზე შენც ჩემსავით გაგიჟებით გიძგერს გული დამიჯერე, ჯერ არაფერი არაა დაკარგული. გახსოვდეს, რომ არ გჭირდება ფული შენდა განცხრომისა საჭიროა, მოიპოვო პური შენი არსობისა. თუ მიჰყვები უფალს ვიცი, ის შენ ყოველთვის დაგიცავს თუ არადა შენს შეცდომებს სამსჯავროზე გამოგკითხავს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი