სამშობლო


ჩემო სამშობლოვ შენი ვარ მონა,
ჩემი სიცოცხლის ყოველი წამი,
რამ შემიცვალოს მე შენი ტრფობა,
რას ვანაცვალო  მე შენი თავი.
რამ დამავიწყოს მე დედის ნანა,
მამის რჩევები, როგორც მცნებები,
რომ მთელი გულით მიყვარდე  და მეც,
ამ სიყვარულით აღვესრულები.
მიყვარს ვაჟკაცთა არწივის მზერა,
მანდილოსანთა წმინდა თვალები,
უდრეკი მთების დიადი რწმენა,
მოუთმენლობა მათთან შეხვედრის.
ცოდვაა ის ვინც ვერ ეტრფის შენს ცას,
ის ვისაც ქნარით ვერ ეფერები,
თუნდაც სიკვდილი მეწეროს დღესაც,
შენს მიწას მშვიდად მივებარები.
ვიდრემდე გული არ შეწყვეტს ფეთქვას,
სანამდე ძარღვში იჩქეფებს სისხლი, 
მანამ არ შევწყვეტ მგელივით ღრენას 
და ვიამაყებ რომ ვარ ქართველი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი