მზესუმზირები


მზესუმზირები მზეს უმზერენ, დიდი გრძნობებით,
მის ბრწყინვალებას თავს უხრიან, პატივისცემით,
მინდა მთელი დღე მათ შესაშურ ტრფობას ვუცქირო,
ისე ცეკვავენ ერთმანეთთან თავდავიწყებით.
მე კი ისევ ვწერ სიყვარულზე, უსიყვარულოდ 
და ვემზადები, რომ ოდესმე მეც შევიყვარო
მაშინ როდესაც მას შევხვდები, ჩემთვის მზის სადარს
და შევძლებ მის წინ მოწიწებით თავი დავხარო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი