მონატრება


მთვარის შუქზე ამ სტრიქონებს მონატრება მაწერინებს.
სამშობლოდან შორს გადასულს, მასზე ფიქრი მაძლებინებს.
მაშინ როცა, უცხო ქვეყნის ქუჩაში ვარ გადამთვრალი,
მენატრება შენს ქუჩებში უგზო-უკვლოდ ხეტიალი.

ლეჩხუმური მიწის სუნი, კარგი გულის ლეჩხუმლები,
ცხენის წყალის ხეობა და მისი ხნიერი მცველები,
ლაჯანურის თბილი წყალი, ჯონოულის კალმახები,
ყველა ტკივილს, რომ გიამებს, ლაშიჭალის მჟავე წყლები.

მომენატრა მისი მთები, მის გზები დახლართული,
მონასტერი წმინდა მამის, ეკლესია ღვთისმშობელის,
მედიდური წმინდა ხვამლის მისტიკური ადგილები,
ახალჭალის მწვერვალებზე მოხტუნავე არჩვი ბევრი.

მენატრება ძაღლის ყეფა, რომ გაღვიძებს ალიონზე,
მერე ტყის პირს, რომ ილოცებ, უფალს მფარველობას შესთხოვ,
ქალაქის დარდს უკან ტოვებ 
და კვალს მისდევ სიმედოს.

მომენატრა მშობლის სევდით შემოსილი ჩემი სახლი.
მომენატრნენ მეგობრები, ქვეყნად რა მაქვს მათი ფასი?!
მათთან ერთად სიყვარულში ღამეები განათევი,
გარიჟრაჟზე შეძახილით სადღეგრძელო გამარჯვების!

მთვარის შუქზე ამ სტრიქონებს მონატრება მაწერინებს.
სამშობლოდან შორს გადასულს, მასზე ფიქრი მაძლებინებს.
მაშინ როცა, უცხო ქვეყნის ქუჩაში ვარ გადამთვრალი
მენატრება შენს ქუჩებში, უგზო-უკვლოდ ხეტიალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი