სიჩუმე


შენზე ფიქრები ჰორიზონტს გასცდა,
აღარც კი მოჩანს შავ-თეთრი აფრა,
შენმა თვალებმა უსიტყვოდ რაც თქვა
გული ინახავს სანუკვარ განცდად.
ლექსი ლექსია, სიტყვების აცმა,
მე ასე მიჯობს გრძნობების დაცლა,
ლექსით გადმოვცემ ფიქრსა და დარდსაც,
საუბარით კი არ ვამბობ არცრას.
ასე ვაქციე სიჩუმე კარმად,
ბევრი ფიქრით და მწირი სიტყვებით,
მომავალი კი მიმათრევს სადღაც,
სადაც აღარ ჩანს შენი თვალები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი