სულის ამხედრება


ზღვათა მიმოქცევით,
ხეთა მიმორხევით,
ქართა გრიგალებით,
სული ამიმხედრდა.
ღამე ხეტიალი,
ფიქრი ნაწამები,
დარდი უჩვეულო,
უკვე ჩვევად მექცა.
ჩემი ნაწერები,
მთვარის ნაბოძები,
თამბაქოს ღერივით,
თვალწინ ჩაიფერფლა.
დღეთა დინებებში,
ცხოვრების დილემებში,
გზათა ბნელ ჩიხებში,
რწმენა მამშვიდებდა.
ზღვათა მიმოქცევით,
ხეთა მიმორხევით,
ქართა გრიგალებით,
სული ამიმხედრდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი