მილეული მთვარე


სარკმელს შერჩენია მთვარე მილეული,
ფიქრმა გრძელი ღამე თავზე დამათია,
როგორც მთვარეს, მიჯნურ მზესთან სიახლოვე
ისე შენთან ყოფნა მე არ მიწერია.
ბევრი მიწერია შენთვის წერილები,
ბევრჯერ ფანქარს წვერი შენთვის გასცვეთია,
მერე ისევ დარდი, მწარედ კვლავ ნაგემი
და ის წერილები, ჩემს წინ ცეცხლში ყრია.
შენი გამოხედვა წმინდა თვალის ფერი
ისევ ამიმხედრებს სულის ჰარმონიას,
ისევ გამიჯდება ტანში ჟრუანტელი,
ახლაც თვალწინ მიდგას შენი გაღიმება.
სარკმელს შერჩენია მთვარე მილეული,
ფიქრმა გრძელი ღამე თავზე დამათია,
როგორც წერილები ცეცხლში დაფერფლილი,
ასე ჩემი გული შენით დაიფერფლა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი