სისხლისფერი ვარდი


ჩემი ლექსები მომაკვდავ კაცის ჰგავს აღსარებას,
ჩემი ფიქრები შემზარავი ომის ქარ-ცეცხლებს,
სისხლისფერ ვარდთა, სისხლით ნაზარდ ველებზე მავალს 
შენზე ოცნება, შენზე ფიქრი მახეტიალებს.
ვერ შეედრება, ჩემი ლექსი შექსპირის სონეტს,
ვერც შანდორ პეტეფს გამოვიწვევ სიტყვის დუელში,
მაგრამ გრძნობები უსაზღვროა ჩემი შენდამი,
ზურგს კი მიმაგრებს რუსთაველი ამ ხეტიალში.
და ვიცი შევძლებ, ვიცი შევძლებ, შენამდე მოვალ,
სისხლისფერ ვარდთა ველებიდან, ვარდებით ხელში,
ჩემს აღსარებას შენ გაგანდობ და მაღალ უფალს,
სხვა ვინღა არის ჩვენ ორს შორის საჭირო მეტი!?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი