საქართველო
საქართველო შავ ღრუბლების სუდარაში გახვეული, ეს ნაწერი არ იქნება ლამაზ სიტყვით მოკაზმული. ჩვენივე გულ გრილობით ცხოვრება დაგვიდგა რთული და ჩვენც უნდა მოვიკრიბოთ ყურადღება გაფანტული. მათრახის ძიებაში სამშობლო გვაქვს დაკარგული, მთელი ერი ერთმანეთის შურითაა დაქსაქსული, მედიის სიცრუისგან სიმართლეა დაჩაგრული, ჩემი ყველა ნიღაბი ჩემივე ხელით დახეული. თავისუფლების ძახილით აზროვნება გვაქვს მონური, კლუბებით და ნარკოტიკით თაობები დაკარგული, მაშინ როცა საქართველოს საძირკველში გვიდევს რჯული, როგორ უნდა მოვიწონო პროპაგანდა სოდომური?!! მოღალატეების სახელს ისტორია შეინახავს, მათ სახელებს ვინც სამშობლო იუდას ვერცხლს ანაცვალა, საკუთარ წესს ვინც ივიწყებს და სხვის წესებს უდგას ფარად, გული მტკივა ვაჟკაცობა სამარცხვინო ქცევა გახდა. მე ბევრი მყავს თითვეული მოსაწონი საქციელით, შენც გეპოვნოს მეგობრები გზად და ხიდად გადებული, ვინ ალალი და ვინ ფლიდი ამას კი დრო გამოავლენს, ,,არ არსებობს დაფარული საბოლოოდ არ გამჟღავნდეს". თავის აზრის არ ქონობით გაზუთხული ბეჯითები, მე ჩემს გულის ტკივილს გიწერ არ ვიქნები პლაგიატი და როდესაც ეს სიტყვები ერთმანეთთან ირითმება, ცინიკური ღიმილი შენი სახიდან იფანტება. ,,სლენგებით და ჟარგონებით" საუბარი არეული, თქვენი მოდას აყოლილი ჩაცმულობა გროტესკული, დილით ყავა, სიგარეტი და ცხოვრება ქალაქური, ჩემი წილი სიმშვიდე კი მთებში არის დამალული. ისეთი რა მოისმინე, რაც ქართულად არ ითქმება, ისეთი რა შეიგრძენი რაც ქართულად არ იხსნება, ისეთი რა წაიკითხე, რომ შენივე გავიწყდება, შექსპირისთვის არ მცალია როცა ამბავს ვაჟა ყვება. საქართველომ უნდა ააშენოს საკუთარი ნავი, სადაც გემის კაპიტანი თავად საქართველო არის სადაც გემის კაპიტნები ჩაძირვის დროს არ გარბიან, სადაც ჩვენი ბედის საჭეს ვერ მართავენ ნა******ბი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი