თვალები


სიტყვები რად გინდა?
სიტყვები დაგღლიან,
უსიტყვოდ სიყვარულს 
თვალები ახსნიან.
სიტყვებს რას გაუგებ?
სიტყვებში რა ყრია?
სწორედ რომ ცხოვრება
სიტყვებმა არია.
მე ისევ მოველი
ფიქრებში განთიადს,
და ფიქრებს ყანჩელი
მეგზურად ახლია.
გედი კი კვლავ მღერის
სიკვდილის არიას
და მე კი ლექსებს ვწერ
სიკვდილი ადრეა.
შენს თვალებს წმინდას და
შენს თვალებს საფიცარს
ვეტრფი და ვეკუთნი
ლამაზად ანთია.
სიტყვები არ გინდა 
სიტყვები დაგღლიან
უსიტყვოდ სიყვარულს
თვალები ახსნიან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი