პოეტი არ ვარ...


პოეტი არ ვარ, ჩემი სულის გამო ვწერ მხოლოდ,
სულის, რომელიც ვერ გაექცა წარსულს და ბოლოს,
სულის, რომელიც აწმყოს ებრძივის, მის წესებს არ ცნობს
და ვეღარ ცხოვრობს, სხვების ხათრით მხოლოდღა ცოცხლობს.
პოეტი არ ვარ, ჩემი რწმენის გამო ვწერ მხოლოდ,
რწმენის, რომელიც გულით დამაქვს და მისით ვცოცხლობ,
რწმენის რომელმაც შემაყვარა მტრის ტყვია და მეც,
ვიცი, რომ პირჯვარს გადავიწერ სიკვდილის ბოლოს.
პოეტი არ ვარ, ერთადერთი შენთვის ვწერ მხოლოდ,
შენთვის, რომელიც ვერსად გპოვე, რომ მანუგეშო,
შენთვის, რომელიც გამიქარწყლებ წარსულის ცოდვებს
და მომავლისკენ გზას მაჩვენებ, ცისკრის ვარსკვლავო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი