მარტოობა
როგორია მარტოობა რომ გიყვარდეს? როგორ გინდა, მარტოობა აქო? ბარად ბევრი მეგობრობას, რომ გიქადდეს, გული მთისკენ მიგიწევდეს მარტოს. როცა ტყეში ბერმუხები ფოთოლთ რხევით, მრავალწლოვან ისტორიას მაცნობს, ამ დროს, გული საგულეში ჩუმად მღერის და მზეც თითქოს მშობელივით მათბობს, მე ჩემს დარდებს სხვას არასდროს არ მოვახვევ, ჩემს ტკივილებს მარტოობით ვწამლობ, როცა ღამით მთის სიმშვიდე მესიზმრება, ბარის რიჟრაჟს ღვთის საჩუქრად არ ვცნობ. ასეთია, მარტოობა როცა გიყვარს, ასე მინდა, მარტოობა ვაქო, ბარად ბევრი მეგობრობას როცა მიქადს მე კი გული მთისკენ მიწევს მარტოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი