ზამთრის ეშხი
ისე შვენის არემარეს თეთრი ფერი, ვით, პატარძალს ჯვრის წერის დროს კაბა თეთრი, ჩემი აზრით, სწორედ ესაა ზამთრის ეშხი, როცა თოვს და მეტად ფასობს სითბო შენში. ფიქრი ფიფქად დამათოვა თავზე ისევ, ვფიქრობ, თეთრად გათენდება ღამე ისევ, კვლავაც ბუხარს მივუჯდები თეთრი ღვინით, რა თქმა უნდა ისევ მოძმე ყანჩელს ვუსმენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი